ფინანსები
03/06/2021

სესხის გამცემი სუბიექტებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება - რას ითვალისწინებს ცვლილებები

სესხის გამცემი სუბიექტებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

სებ-ის ცნობით, ორწლიანმა ზედამხედველობის პროცესმა კომპანიების მხრიდან საოპერაციო რისკის მართვის მიმართულებით გარკვეული ხარვეზები გამოავლინა, რამაც აუცილებელი გახადა საერთო სტანდარტების შემუშავება.მარეგულირებელი მიიჩნევს, რომ ცვლილებები ხელს შეუწყობს სესხის გამცემი სუბიექტებისთვის საოპერაციო რისკების შემცირებას, სექტორის უწყვეტ ფუნქციონირებას და კომპანიათა რეპუტაციის ამაღლებას ბაზარზე.

ცვლილებები ძირითადად პროგრამული უზრუნველყოფის, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამისა და ამ პროცესების მიმართ მოთხოვნების დაწესებას ითვალისწინებს. ასევე, უზრუნველყოფილი სესხების გაცემის შემთხვევაში, განისაზღვრება უზრუნველყოფის საგნის (ძვირფასეულობა, ტექნიკა თუ სხვა) მოპყრობისა და შენახვის სტანდარტებიც.

გარდა ამისა, დაგეგმილ ცვლილებებთან ერთად ზუსტდება რამდენიმე დებულება და წესი, რომელიც შეეხება როგორც ადმინისტრატორებისა და ბენეფიციარების მიმართ მოთხოვნებს, ისე უსაფრთხოების სისტემებს როგორც სესხის გამცემი სუბიექტების, ისე ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ.

ეროვნული ბანკი დაინტერესებული მხარეებისგან კანონქვემდებარე აქტების პროექტებთან დაკავშირებით შემოთავაზებების, შენიშვნების განხილვისთვის მზაობას გამოთქვამს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები