ფინანსები
17/03/2020

შერბილებული საბანკო რეგულაციები – რას ითვალისწინებს დაკრედიტების წესში ცვლილებები

ეროვნულმა ბანკმა ე.წ საბანკო რეგულაციები შეარბილა, თუმცა  უცვლელი რჩება  ძირითადი პრინციპი – სესხის მომსახურებამ  მსესხებელს ფინანსური სირთულეები არ უნდა შეუქმნას.

ახალი ცვლილებით  საფინანსო  ინსტიტუტს შეეძლება  შიდა პროცედურებით დაადგინოს  კლიენტის შემოსავალი.

სესხის მომსახურება დაითვლება იმ მაქსიმალურ პერიოდზე, რომელზეც კონტრაქტით შეიძლება სესხის ვადა  გაგრძელდეს. სესხის მომსახურების კოეფიციენტების ზღვრების რაოდენობა კი,  4-დან მცირდება 2-მდე   –  1000 ლარამდე და 1000 ლარს ზემოთ.

კიდევ რა ცვლილებები შევიდა ფიზიკური პირების დაკრედიტების ჩარჩოში და   რატომ გადაწყვიტა ეროვნულმა ბანკმა რეგულაციების ამოქმედებიდან 1 წელიწადში მისი ცვლილება  – გადაწყვეტილებაზე ბიზნესპარტნიორში  ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავამ ისაუბრა.

Businesspartner