ფინანსები
13/03/2020

სიფრთხილე ნაღდი ფულის გამოყენებისას – რას გვირჩევს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას ნაღდი ფულის გამოყენებისას WHO-სა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჰიგიენის რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევს.

რამდენადაც ისევე როგორც ნებისმიერ სხვა საგანს ფულის ნიშნებსაც შეუძლია ბაქტერიისა თუ ვირუსის გადატანა.

ბანკი მოსახლეობას ურჩევს ბანკნოტებისა და მონეტების გამოყენების შემდეგ ხელების გულდასმით დაბანას, ბანკნოტებთან და მონეტებთან კონტაქტის შემდეგ, ხელის დაბანის გარეშე, არ შეეხონ სახეს (თვალები, ცხვირი, პირი).

შესაძლებლობის მიხედვით, გამოიყენონ უნაღდო ანგარიშსწორება, უკონტაქტო და მობილური გადახდები.

კომპანიებს ურჩევენ გაყიდვის წერტილებში პერიოდულად პოსტერმინალის დეზინფექციას.

სებ-ი ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან მიმართებაში ახორციელებს საკარანტინო ზომებს:

მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში განთავსდება და შეინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას 14 დღის განმავლობაში.

ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების პროდუქციის რეალიზაციას მოახდენს მხოლოდ ელექტრონული მაღაზიის საშუალებით – www.moneymuseum.nbg.gov.ge. 2020 წლის 13 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, რეგულარულად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები საკასო ცენტრში.

დღეიდან 1 აპრილის ჩათვლით, მუშაობას წყვეტს საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ყვარელში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები