ფინანსები
20/06/2022

"სილქ როუდ ბანკმა" 5 თვე ₾1.5 მლნ-იანი ზარალით დაასრულა

სილქ როუდ ბანკს დეპოზიტების დოლარიზაცია გაეზარდა. 1 ივნისისთვის 14.6 მლნ ლარის არასაბანკო ანაბრების პორტფელში 7.4 მლნ უცხოურ ვალუტაშია განთავსებული.

დოლარიზაციის კოეფიცინტი 50%-ია.

სარეზერვო მოთხოვნა ამ კოეფიციენტით განისაზღვრება. თუ ლარიზაცია მაღალია (>60%) უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე  ბანკს სარეზერვო ნორმა, 25%-დან 10%-მდე უმცირდება.

ამას აბალანსებს სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის შემსუბუქება. სილქ როუდ ბანკს 15.5 მლნ ლარის პორტფელში 5.4 მლნ ლარის ექვივალენტის სავალუტო სესხები აქვს შესაბამისად კაპიტალის მოთხოვნა უმცირდება. (40%-მდე დოლარიზებისას რისკის წონა 40%-ს უტოლდება, ყოველ  დამატებით 1%პ-ზე კი ბანკებს 3%-ით მეტი კაპიტალი  მოეთხოვება).

ბანკმა 2022 -ის 5 თვე 1.6 მლნ ლარის ზარალით დაასრულა

 

01.06.2022

2021

აქტივები

85 403 371

90 882 788

სესხები

15 714 257

15 968 819

დეპოზიტები

14 610 870

  9 589 540

მოგება (ზარალი)

(1 591 714)

     828 931

წყარო: კომერციული ბანკი 

 

Businesspartner