ფინანსები
25/08/2021

"სილქ როუდ ბანკს" ახალი CEO ჰყავს

„სილქ როუდ ბანკს“ ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ბანკის CEO არჩილ ლურსმანაშვილი გახდა, რომელმაც პოსტზე ელი ენოხი ჩაანაცვლა.

"სილქ როუდ ბანკის" დირექტორთა საბჭო 3 წევრიანია. გენერალურ დირექტორს 2 მოადგილე ჰყავს: ფინანსური დირექტორი ნათია მერაბიშვილი და რისკების დირექტორი გიორგი ღიბრაძე.

ბანკის წმინდა მოგება 2021 წლის 6 თვეში 227 000 ლარი იყო.

საფინანსო ორგანიზაციის 99.9%-ს მალტაში რეგისტრირებული „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგი“ ფლობს. უმსხვილესი ბენეფიციარი აქციონერი გიორგი რამიშვილია. მის ხელშია ბანკის 61.9%. 28.58% ალექსი თოფურია, 9.52% კი - დევიდ ბორგერი ფლობენ.

 

 

 

 

Businesspartner