ფინანსები
26/04/2022

TBC Capital: იმისთვის, რომ სესხების ზრდამ 17%-ს მიაღწიოს, დაკრედიტების ტემპი უნდა აჩქარდეს

მარტის დაკრედიტების მაჩვენებლები ხელმისაწვდომია და როგორც TBC Capital–ის მთავარი ეკონომისტის განახლებულ ანგარიშშია აღნიშნული, მაშინ, როდესაც წლიური ზრდა 18%-ით განისაზღვრა, მარტში წინა თვესთან შედარებით, შენელების გარკვეული ნიშნები გამოკვეთა.

საინვესტიციო ბანკის აზრით, იმისათვის, რომ 2022 წელს სესხების ზრდამ მათი ბოლო პროგნოზით გათვალისწინებულ 17.0%-ს მიაღწიოს, მომდევნო თვეებში დაკრედიტების ტემპი უნდა აჩქარდეს.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმისა და გზავნილების უახლესი დინამიკა შედარებით უფრო უკეთესია, ვიდრე ამას ეკონომიკის 5.5%-იანი ზრდის TBC Capital–ის სცენარი ითვალისწინებს.

Businesspartner