ფინანსები
31/05/2021

TBC Capital: ლარის სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 15.3%-მდე გაიზარდა

TBC Capital-ის მონაცემებით, აპრილში სავალუტო დაკრედიტება წინა თვეებთან შედარებით გაზრდილია.

საპროცენტო განაკვეთების მხრივ, წინა თვის განმავლობაში ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა თ/თ 0.2 პპ-ით გაიზარდა, ხოლო განაკვეთი ლარის სესხებზე 15.3%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთს 6.4%-მდე შემცირდა.

ამავე პერიოდში, საცალო და კორპორატიული დაკრედიტების ზრდის ტემპიც აჩქარდა და, შესაბამისად, 10.0%* და 5.4%* შეადგინა. ვალუტების ჭრილში, ლარში გაცემული სესხების ჯამური ოდენობა 17.7 მლრდ ლარს (+23.7%) გაუტოლდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხების ჯამური მოცულობა გაცვლითი კურსის ეფექტის გამოკლებით წლიურად უცვლელი დარჩა და 22.4 მლრდ ლარის ექვივალენტი შეადგინა.

2021 წლის აპრილში საბანკო სესხების წლიური ზრდის ტემპმა მოიმატა და 9.9% შეადგინა.

ამავე თვეში საგარეო ვაჭრობისა და შემოსავლების მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებლების ფონზე, საკრედიტო აქტივობის მატება ყველა სეგმენტში აღინიშნებოდა. კერძოდ, MSME დაკრედიტების ზრდის ტემპმა ყველაზე მაღალი გაუმჯობესება გამოავლინა და 15.8%*-მდე გაიზარდა.

Businesspartner