ფინანსები
20/03/2023

TBC ლიზინგი ₾100 მლნ-ის ობლიგაციებს უშვებს

TBC ლიზინგი 100 მლნ ლარის 3-წლიან ობლიგაციებს უშვებს, კუპონის განაკვეთი TIBR3m-ს მიებმება, 300 საბაზისო პუნქტით  (11,15+3%) ნომინალი 1 000 ლარია.

ფასიანი ქაღალდების თავისუფალი მიმოქცევა შეზღუდული არ არის. ფასიანის ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზეც დაილისტება.

სალიზინგო პორტფელით უზრუნველყოფილი ობლიგაციები წარმოადგენს ემიტენტის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფილია ემიტენტის კუთვნილი სალიზინგო პორტფელით, რაც ნიშნავს უზრუნველყოფის პერიოდის განმავლობაში ნებისმიერ დროს კლიენტებისგან მისაღებ თანხებს.

ემიტენტი (კომპანიის 100% იანი წილის მფლობელი არის სს „თიბისი ბანკი“, რომლის 99.9 იანი წილის მფლობელი არის გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებული თიბისი ბანკის ჯგუფი,ხოლო დარჩენილი 0.12%-ის მფლობელი ფიზიკური და იურიდული აქციონერები არიან) აქტიურად იყენებს ფინანსური ინსიტუტებიდან მოზიდულ სახსრებს საკუთარი საოპერაციო საქმიანობის დასაფინანსებლად.

მოზიდული აქვს თანხები როგორც ქართული კომერციული ბანკებიდან, ასევე საერთაშორისო ფონდებიდან, რაც ეხმარება დაწიოს მოზიდული სახსრების საშუალო შეწონილი ღირებულება, უკეთ მართოს ლიკვიდობა და სავალუტო რისკები.

კომპანიამ ობლიგაციების პირველი ემისია 2014 წელს განახორციელა, 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. ამას მოჰყვა 3 მილიონ აშშ დოლარიანი ემისია 2016 წელს და 2 ცალი 5-5 მილიონ აშშ დოლარიანი ემისია 2018 წლის განმავლობაში. დამატებით, კომპანიამ განათავსა საჯარო ფასიანი ქაღალდები 58,400,000 ლარის ოდენობით 2020 წელს.

ასევე კომპანიამ 2022 წლის დეკემბერში და 2023 წლის იანვარში მოახდინა სუბორდინირებული ობლიგაციების გამოშვება 6.05 მლნ აშშ დოლარის და 6.545 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, შესაბამისად. ობლიგაციები ვადამოსული ხდება 2028 წელს.

ობლიგაციები გამოშვებულია კერძო განთავსების გზით, საქართელოს კანონმდებლობის შესაბამისად. მიმდინარე ემისიით კომპანია სრულად მოახდენს არსებული ლარის ობლიგაციების რეფინანსირებას და დარჩენილ თანხას მიმართავს სალიზინგო პორტფელის გასაზრდელად.

ამ ემისიით დაიფარება წინა ემისიები, რომლის ვადა 2023 წლის 20 მარტს სრულდება დარჩენილი ნაწილი მოხმარდება სალიზინგო პორტფელის ზრდას.

მეტი ინფორმაციაTBC ლიზინგზე 

  • თიბისი ლიზინგმა შეძლო გამხდარიყო ბაზრის ლიდერი და 2013 წელს კომპანიამ პირველად გადაასწრო კონკურენტს.
  • 2014 წელს კომპანიამ პირველად დააფიქსირა წმინდა მოგება და მას შემდეგ მოახერხა კაპიტალი 1100%ით გაეზარდა
  • 2016 წელს შედის რითეილის ბაზარზე და პოზიციონირებს როგორც ახალი ისე მეორადი ავტომობილების მიმართულებით
  • 2017 წელს ჩაუშვა ახალი საოპერაციო პროგრამა, რომელის განვითარებაშიც თავად მიიღო მონაწილეობა
  • 2018-19 წლებში იწყებს DFI თან პარტნიორობას და აფორმებს ხელშეკრულებებს FMO, Proparco, EBRD და ა.შ.
  • 2019 წელს პირველად სალიზინგო ბაზრის არსებობის ისტორიაში კომპანიის აქტივების ზომამ გადააჭარბა 300 მლნ ლარს.
  • 2020 წელს გამოუშვა პირველად არასაბაკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე დიდი მოცულობის ლარის საჯარო ბონდი
  • 2020 წელს აიღო ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი, ანალოგიურად არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის.
  • ზედიზედ ორჯერ 2020-21 წლებში კომპანიამ აიღო წლის საუკეთესო ანგარიშგების და გამჭვირვალობის ჯილდო (BARTA).
  • 2022 წელს კომპანიამ პირველად შესთავაზა ბაზარს უძრავი ქონების ლიზინგი
Businesspartner

მთავარი სიახლეები