ფინანსები
21/05/2021

"თიბისი ლიზინგი" წელს პორტფელის 20%-იან ზრდას ელის

თევზსაჭერი გემის შემდეგ, „თიბისი ლიზინგმა“ სამგზავრო თვითმფრინავი დააფინანსა.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განაცხადა, ინტერესს თევზსაჭერი გემების ლიზინგით გაცემის კუთხითაც ელიან.

„ჩვენ წარმოდგენილები ვართ არამარტო ხმელეთზე, არამედ ზღვასა და ახლა უკვე ჰაერშიც. ველით, რომ სეზონის დადგომასთან ერთად, თევსაჭერი გემების ლიზინგზე მოთხოვნაც გაიზრდება. ასევე დავიწყეთ იახტების დაფინანსებაც, ვფიქრობთ ამ მიმართულების კიდევ უფრო დახვეწას, რომ პროდუქტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს,“ - განაცხადა გაგა გოგუამ.

მისივე განმარტებით, პანდემიური გამოწვევები კომპანიამ შესაძლებლობად გამოიყენა და წლის განმავლობაში 100 მლნ-მდე ლარის ინვესტიციის მოზიდვა მოახერხა. კომპანია წელს საკუთარი პორტფელის 20%-იან ზრდას ელის.

„პანდემიის პერიოდში მოზიდული გვაქვს ას მლნ ლარამდე ინვესტიცია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან. წელს ვგეგმავთ ჩვენი პორტფელის 20%-ით ზრდას. პირველ კვარტალში ზრდის ტრენდი უკვე შეიმჩნევა,“ - განაცხადა გაგა გოგუამ.

Businesspartner