ფინანსები
20/05/2022

თიბისი ყველაზე მომგებიანია

სისტემური ბანკებიდან მოგება მხოლოდ თიბისის გაეზარდა. წლიურად (Y.Y) 25%-ით. აპრილში კი 35%-იანი (m.m) მატება აქვს  (Q1/2022 – 206.3 მლნ). 

საქართველოს ბანკმა გასულ წელთან შედარებით 35%-ით ნაკლები მოგება მიიღო. 4 თვის წმინდა მოგება 210.3 მლნ ლარია. ლიბერთის კი  აპრილში 4 მლნ -ით, 12.7 მლნ ლარამდე შეუმცირდა.

რუსული ვნეშტორგბანკის შვილობილი ვითიბი ბანკი, რომლის აქტივებიც, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ბაზისბანკმა და ლიბერთიმ  შეიძინეს, შესაბამისად  ხუთეულს გამოეთიშა.

საქართველოს დატოვებამდე  ზარალი ყოველ თვეს ეზრდება. 4 თვის უკვე  46.6 მლნ ლარს აღწევს.

რუსულ ბანკს ზარალი პორტფელის დისკონტით გასხვისების  გამო წარმოექმნა. რამ გაზარდა ხარჯი? – სესხების იაფად შესყიდვამ. მაგ: თუ სასესხო ვადის ბოლოს ვითიბისთვის კლიენტს უნდა დაეფარა 1 000 ლარი (პირობითად), პორტფელის მყიდველმა დაუფარა ₾800 , ვადამდე.

ბანკების რეიტინგი მოგების მიხედვით

                                     01.05./2022  01.05.2021

 თიბისი ბანკი                     279,423           223.0

 საქართველოს ბანკი            210,296           283.3

 ბაზისბანკი ბანკი                 21,7                10.0

ლიბერთი ბანკი                    12,7                 14.4

პროკრედიტ ბანკი                13,4                 13.0

წყარო: კომერციული ბანკები

 

Businesspartner