ფინანსები
28/04/2022

თიბისი წმინდა მოგებით ბაზრის ლიდერია

თიბისი ბანკი წმინდა მოგებით ბაზრის ლიდერია. ბანკმა I კვარტალი 206.4 მლნ ლარის მოგებით დაასრულა და მომგებიან ბანკებში (11) 47%-იანი წილით №1–ია (2021 – 940.3 მლნ; 45% (13).

თიბისი ბანკი კაპიტალზე მომგებიანობით (ROE) №2-ია. 26.12% უკუგება აქვს (2021—36.1%) (ვითიბისგან შესყიდული აქტივით ახლადგამსხვილებული ბაზისბანკია პირველი) 

Q1.2022-ის მდგომაროებით მთლიანი სექტორის უკუგება - 20.83%-ია (2021 – 30%). რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ყველა ბანკს, ჯამურად, 100 ლარის კაპიტალზე 21 ლარამდე მოგება ხვდება, თიბისის ინვესტორი უფრო მეტს, >26 ლარს იღებს.

თიბისი ბანკის აქტივებზე 3.5%-იანი უკუგებითაც (ROA) მეორეა თიბისი (ყოველ 1 მლრდ-ზე უკუგება 35 მლნ ლარი გამოდის.

01.01.2022 (000 ₾/%)

აქტივები

23,862,371

23,405,201

საზედამხ. კაპიტალი

4,279,803

4,102,927

წილი აქტივებით

38.6%

38.6%

წილი სააქც კაპიტალით

40.1%

39.4%

Non%cost**

20.1%

31.4%

Fund cost*

36.9%

34%

წყარო: სებ-ი და ბანკი 

** არასაპროცენტო ხარჯი/შემოსავალთან 

 *დეპოზიტებზე გადახდილი პროცენტები/შემოსავალთან

Businesspartner