ფინანსები
28/05/2021

თიბისის არხებით ფულადი გზავნილები 13%-ით გაიზარდა

TBC Capital-ის მონაცემებით, თიბისი ბანკის არხებით განხორციელებული ფულადი გზავნილები ზრდის ორნიშნა მაჩვენებელს დაუბრუნდა და მთლიანი შემოდინებები ბოლო კვირის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა.  

აღსანიშნავია რომ ფულადი გზავნილები მზარდ დინამიკას აჩვენებს.

ეროვნული ეროვნული ბანკის ცნობით, 2021 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $194.1 მლნ შეადგინა, რაც 145.4%-ით მეტია 2020 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

Businesspartner