ფინანსები
05/02/2021

უნაღდო დანახარჯები გართობაზე და ფიტნესზე ისევ მინიმალურ ნიშნულზეა

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, უნაღდო დანახარჯები გართობაზე და ფიტნესზე მინიმალურ ნიშნულზეა.თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით,ტანსაცმელზე უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი მკვეთრ შემცირებას განაგრძობს და 25-31 იანვრის პერიოდში წ/წ -87% შეადგინა.

გართობაზე და ფიტნესზე დანახარჯები კვლავ საგრძნობლად შემცირებულია.25-31 იანვირს პერიოდში ცვლილებამ წ/წ -87% და წ/წ -99% შეადგინა, შესაბამისად,ელექტრონიკაზე უნაღდო ხარჯვის ზრდის ტემპი გაუარესდა და ცვლილებამ 25-31 იანვრის პერიოდში წ/წ -24% შეადგინა.

25-31 იანვრის პერიოდში სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯები კვლავ მნიშვნელოვნად შემცირდა და წ/წ -64% შეადგინა.

ავეჯსა და სხვა საყოფაცხოვრებო საქონელზე უნაღდო დანახარჯების ზრდის ტემპი კვლავ შემცირებულია და 25-31 იანვრის პერიოდში წლიურმა ცვლილებამ -63% შეადგინა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები