ფინანსები
17/03/2020

ვახტანგ ბუცხრიკიძე: ადამიანებს სესხის აღება პროცედურულად გაუმარტივდებათ

ადამიანებს სესხის აღება პროცედურულად გაუმარტივდებათ, – ვახტანგ ბუცხრიკიძე ეროვნული ბანკის მიერ ფიზიკური პირებისთვის სესხის გაცემის გამარტივებაზე აცხადებს.

“მნიშვნელოვანია, რომ წესებზე დამყარებული მიდგომები იცვლება და პრინციპებზე დამყარებულ მიდგომებზე გადავდივართ. მაგალითად, თვითდასაქმებულებთან დაკავშირებით ბანკები  ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ იმ ფორმულირებებს, თუ როგორ გავცეთ სესხები. რა თქმა უნდა, ამ პრინციპებს შევათანხმებთ ეროვნულ ბანკთან,“ – განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა.

დაკრედიტების წესში შეტანილ ცვლილებეაზე ბანკში ამბობენ, რომ გადახდისუნარიან მოსახლეობას  სესხის აღება გაუმარტივდება, შემსუბუქდება ბიუროკრატიული ტვირთი.

ცვლილებების შედეგად, მაღალშემოსავლიან მსესხებლებთან დაკავშირებით პროცედურა  უფრო მოქნილი ხდება, მათთან მიმართებაში ბანკს საშუალება ექნება  მსესხებლის რისკიანობა შიდა  პროცედურებით შეაფასოს.

ახალი რეგულაციების მიხედვით, მარტივდება შემოსავლების შესწავლის მეთოდები.

გაიზარდა იპოთეკური სესხების ვადაც, ზოგიერთი ტიპის სესხებზე 15 წლიდან 20 წლამდე  და, ასევე, შემსუბუქდა მიდგომები სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტთან დაკავშირებით.

მაგალითად, იმ მომხმარებლებს, რომელთაც შემოსავალი საზღვარგარეთიდან აქვთ, ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტზე მოთხოვნა უმსუბუქდებათ 60%-დან 70%-მდე. აღნიშნული ცვლილება განსაკუთრებით პოზიტიურად აისახება უძრავი ქონებისა და სამშენებლო ბიზნესზე, რაც მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ამ სფეროს განვითარებისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის.

Businesspartner