ჯანდაცვა
26/10/2022

ფიზიკური აქტივობა ძალადობის რისკს ამცირებს – რატომ უნდა ჰქონდეს ქვეყანას ფიზიკური აქტივობის სტრატეგია

ფიზიკური აქტივობა ძალადობის რისკს ამცირებს  – ამის შესახებ ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის სტრატეგიის პროექტშია ნათქვამი, რომელიც  მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.

დოკუმენტზე მუშაობა ჯანმოს საქართველოს წარმომადგენლობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 7 თვის წინ დაიწყო.

სტრატეგიის მომზადებაში სხვადასხვა სექტორია ჩართული.

დოკუმენტის თანახმად, 2030 წლისთვის არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის მაჩვენებელი 15%-ით უნდა შემცირდეს მოზარდებსა და ზრდასრულებში.

დოკუმენტში მოყვანილია ჯანმოს მიერ მიღებული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ რეგულარული ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს შემდეგი არაგადამდები დაავადებების გავრცელების შემცირებას:

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი მათ შორის მაღალი არტერიული წნევა;

სასუნთქი სისტემის დაავადებები;

კიბო, მათ შორის სარძევე ჯირკვლისა და მსხვილი ნაწლავის;

დიაბეტი; სიმსუქნე;

ამცირებს დაცემით გამოწვეული ტრავმების რისკს;

ბავშვებსა და ზრდასრულებში ხელს უწყობს ძვალ-სახსროვანი/კუნთოვანი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის განვითარებას ნორმალურ ფუნქციონირებას.

აუმჯობესებს მოსწავლის კოგნიტურ შესაძლებლობებს, მეხსიერებას, აკადემიურ მოსწრებას.

ამცირებს ფსიქიკური ჯანმრთელობის, სიმსუქნის განვითარების, რისკის შემცველი ქცევის პრობლემებს

(მაგ. თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკების მოხმარება, არაჯანსაღი კვება, ძალადობა).

Businesspartner