ჯანდაცვა
09/02/2023

ნინო კობახიძე: მედიკამენტებზე ფასის ზრდის პარარელურად, სადაზღვევო პაკეტებიც ძვირდება

„DRG სისტემის ამოქმედებამ შეამცირა თუ არა მოქალაქეების მხრიდან ჯიბიდან გადახდები, ამას დაახლოებით 1 წელში დავინახავთ,“ - ამის  შესახებ BAG-ის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის თავჯდომარე, ნინო კობახიძემ  გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ცნობილია, 2023 წლიდან წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდა, კერძოდ საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო მედიკამენტების ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც მედიკამენტის რეალიზაცია შეუძლებელი იქნება.

როგორც კობახიძე აცხადებს,  თუ სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე მიჰყვება იმ პროცესს, რომ პირველადი ჯანდაცვა გაიაფდა, ადამიანების სამედიცინო ისტორიები შეივსო, ოჯახის ექიმთან ხელმისაწვდომობა განისაზღვრა და დაავადებების პრევენცია დროულად მოხდა, მაშინ ეს უნდა იყოს ეფექტური ერთიანი ჯანდაცვის პოლიტიკის განსაზღვრა.

„ ფასების ზრდა მსოფლიო ტენდენციაა, დღეს ყველა პროდუქტი ძვირდა. მედიკამენტების ფასი თუ იზრდება, ავტომატურად სადაზღვევო პაკეტების ფასიც იზრდება,“-  აღნიშნავს ნინო კობახიძე.

როგორც BAG-ის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რეგულაციების ხშირი შემოღება იმის ნიშანია, რომ ბევრი რამ არასწორად იყო დარეგულირებული. მისი აზრით, გაუგებარია, რატომ იყო თურქული ბაზარი ჩაკეტილი.

 „რეფერენტული ფასები აპრობირებული მეთოდია ბევრ ქვეყანაში, რომ მოქალაქეების დანარხარჯები შეუმსუბუქოს, თუმცა, თუ სხვადასხვა კომპონენტებით  პოლიფარმაციასთან ეფექტური ბრძოლა არ დაიწყო, ეს საკმარისი არ იქნება.

თუ არ მოხდა მთელი რიგი კომპონენტების, მაგალითად პაციენტებითვის სხვადასხვა სამედიცინო სერვისების პირველადი ჯანდაცვის გამართვა, სხვადასხვა სამედიცინო სერვისების ამაზე დაშენება, შეიძლება 2-3 წელში საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით ისევ იქ დავბრუნდეთ, სადაც მანამდე ვიყავით,“ - აცხადებს ნინო კობახიძე.

მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები ქრონიკული დაავადების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდა, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები