ჯანდაცვა
20/02/2023

სლოგანით "ყოველთვის მოდაშია“ AHF საქართველოსთან ერთად, კონდომის საერთაშორისო დღე 2023 აღინიშნა

დაიხურე ლატექსის სადღესასწაულო ქუდი და მოემზადე, გაიზიარო სიყვარული შენთვის გამორჩეულ ადამიანთან ერთად - შიდსის ჯანდაცვის ფონდის”(AHF) ინიციატივით, 13 თებერვალს, მსოფლიოს მასშტაბით, კონდომის საერთაშორისო დღე   (ICD)  აღინიშნა.

კონდომის საერთაშირო დღეს  ტრადიციულად საქართველოც შეუერთდა. მნიშვნელოვანია, რომ   შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) ინიციატივით  ამ  დღეს ამაღელვებელი, დასამახსოვრებელი ღონისძიებები ტარდება სლოგანით „ყოველთვის მოდაშია“.

ამ დღის მიზანს უსაფრთხო სექსის და კონდომის, როგორც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალების შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

13 თებერვალს, კამპანიის ფარგლებში, შიდსის ჯანდაცვის ფონდის წარმომადგენლობამ საქართველოში (AHF) სხვადასხვა ორგანიზაციებთან გამართა  ლექცია-სემინარს თემაზე „უსაფრთხო სექსი და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები“. ადგილზე ყველა მსურველს მიეცა  აივ ინფექციაზე უფასო და ანონიმური ტესტირების ჩატარების შესაძლებლობა. ამავე დღეს, თბილისის მოლის ტერიტორიაზე განთავსებული იყო სპეციალური პუნქტი, სადაც, ასევე, ჩატარდა უფასო და ანონიმური ტესტირება აივ ინფექციაზე და  მოხალისეების მიერ  გავრცელდა საინფორმაციო მასალები და კონდომები. შეგახსენებთ, რომ წელს თბილისის მოლი კამპანიის  „ყოველთვის მოდაშია“ ოფიციალური მხარდამჭერია.

"კონდომებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია. კონდომის საერთაშორისო დღე წარმოადგენს პლატფორმას, რომ მოვუწოდოთ მთავრობებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუციებს ხელი შეუწყონ პოპულარიზაციას და შესაძლებელი გახადონ ქვეყანაში ხელმისდაწვდომობა, რათა  ადამიანებს ჰქონდეთ საკუთარი თავისა და ახლობლების დაცვის საშუალება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც ყოველწლიურად, 1,7 მილიონ ახალი აივ ინფიცირების შემთხვევაა მსოფლიოში.  სწორედ  ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად ამ დღეს დაგეგმილი აქტივობები. კამპანიის ფარგლებში ჩატარდება უფასო და ანონიმური სწრაფი ტექსტირება აივ-ზე და დარიგდება კონდომები, –  განმარტავს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს პროგრამის მენეჯერი ნინო ხეთაგური.

კონდომის ადვოკატირება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან მსოფლიოში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების შემთხვევები ყოველდღიურად 1 მილიონს აჭარბებს. 2021 წლის მონაცემებით კი აივ ინფექციის პრევენციის მხრივ მსოფლიოში ვერ იქნა მიღწეელი დასახული მიზნები.  თუმცა, ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია მივაღწიოთ, რომ მსოფლიოში ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა კონდომზე. ეს ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა აივ ინფექციისა და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებების, ასევე, დაუგეგმავი ორსულობის თავიდან ასაცილებლად.

მსოფლიო ჯანდაცვის ფონდის (AHF) ორგანიზებით კონდომის საერთაშორისო დღესთან (ICD) დაკავშირებით მსოფლიო მასშტაბით გაიამრთა საჯარო და ვირტუალური ღონისძიებები სლოგანით  „ყოველთვის მოდაშია“, რათა ხაზი გაესვათ კონდომის მნიშვნელობას და დახმარებოდნენ ადამიანებს, საკუთარი ჯანმრთელობის დაცვაში, სექსუალური განათლებასა და კონდომების ხელმისაწვდომობაში.  შიდსის ჯანდაცვის ფონდი, რომელიც 45 ქვეყანაში ფუნქციონირებს, კონდომის საერთაშორისო დღეს 2008 წლიდან აღნიშნავს.

კონდომის გამოყენებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია აივ ინფექციის გავრცელების შემცირებაზე. შედეგად, 1990 წლიდან მოყოლებული, თავიდან იქნა აცილებული აივ ინფექციის, დაახლოებით, 117 მილიონი ახალი შემთხვევა. აქედან, თითქმის ნახევარი მოდის აფრიკაზე, მესამედზე მეტი კი აზიასა და წყნარი ოკეანის ქვეყნებზე. მიუხედავად ამისა, მიზეზთა გამო, მილიონობით ადამიანს მსოფლიოში ჯერ კიდევ არ აქვს წვდომა კონდომზე.

„ადამიანებს სჭირდებათ გზები აივ ინფექციის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა და დაუგეგმავი ორსულობის თავიდან ასარიდებლად. თუმცა, ეს მაინც გამოწვევად რჩება კონდომების დეფიციტის ან მაღალი ფასის გამო. შიდსის ჯანდაცვის ფონდის ერთერთი გლობალური პრიორიტეტია კონდომების ხელმისაწვდომობის გაზრდა და, შესაბამისად, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენცია. არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად, პროცესში ჩართულია ფონდის მთელი გუნდი მსოფლიოს 45 ქვეყნიდან. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, მოძებნონ ICD ღონისძიება, რომელიც მათ მახლობლად ტარდება და დაგვეხმარონ უსაფრთხო სექსის პოპულარიზაციაში“ - განაცხადა AHF-ის გლობალური ადვოკატირებისა და პოლიტიკის ხელმძღვანელმა ტერი ფორდმა. AHF-ის კონდომის საერთაშორისო დღის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს

AHF-ს შესახებ

შიდსის ჯანდაცვის ფონდი შიდსის უმსხვილესი გლობალური ორგანიზაციაა და ამჟამად, სამედიცინო დახმარებას/მომსახურებას უწევს 1,6 მილიონზე მეტ ადამიანს მსოფლიოს 45 ქვეყანაში. მათ შორის, აშშ-ში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, აზიაში, წყნარი ოკეანის რეგიონში და ევროპაში.  AHF-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს 

Facebook: www.facebook.com/aidshealth

Twitter: @aidshealthcare

Instagram: @aidshealthcare

Businesspartner

მთავარი სიახლეები