მსოფლიო
29/10/2020

1800 ცხენის ძალა და 300 მილი სააათში - Bugatti-მ ახალი სუპერმანქანა წარადგინა

Bugatti-მ 1800 ცხენის ძალის მქონე სუპერმანქანა წარადგინა, რომელიც არა საზოგადოებრივ გზებზე გამოსაყენებლად, არამედ მხოლოდ ავტორბოლებისთვისაა გათვლილი.

CNN-ის ცნობით, Bugatti Bolide-ს Bugatti Chiron-ის 8.0 ლიტრიანი და 16 ცილინდრიანი ძრავის მოდიფიცირებული ვერსია უყენია.

კომპანიის თქმით, ძრავი სუპერ მსუბუქია და მას მაქსიმუმ 300 მილი საათში სიჩქარის განვითარება შეუძლია. Bugatti Bolide-ის შექმნისას აქცენტი აეროდინამიკის გაუმჯობესებასა და წონის შემცირებაზე გაკეთდა. ბოლიდის წონაა მხოლოდ 2,700 ფუნტია.

გაყიდის თუ არა Bugatti ახალ სუპერმანქანას ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ ტიპის მანქანებს ავარიების დროს უსაფრთხოებისთვის ბევრი მოწყობილობა არ აქვთ, ისეთი მაგალითად როგორიცაა უსაფრთხოების ღვედები, თუმცა Bolide აღჭურვილია სპეციალური უსაფრთხოების მექანიზმით, რომელიც სარბოლო ბილიკებისთვისაა გათვლილი.

Businesspartner