მსოფლიო
10/03/2023

Adidas-ი დივიდენდებს ამცირებს

Adidas-ი 2022 წლის დივიდენდის შემცირების შესახებ იტყობინება. სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი შიშობს, რომ რეპერთან და მოდის დიზაინერთან კანიე უესტთან განხეთქილებამ კომპანია შესაძლოა, ბოლო 3 ათწლეულის შემდეგ, პირველ წლიურ ზარალთან მიიყვანოს.

კომპანიის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა ბიორნ გიულდენმა, (რომელიც Adidas-ს 1 იანვარს ჩაუდგა სათავეში) განაცხადა, რომ დასუსტებული ბრენდი აღადგინა. კომპანია გაუმკლავდა კანიე უესტთან პარტნიორობის შეწყვეტის შედეგებს. დიზაინერმა კომპანიაში შემოსავლიანი Yeezy sneaker-ის ხაზი შექმნა, თუმცა, განხეთქილების შემდეგ Adidas-ი იძულებული გახდა ამ ხაზის ფეხსაცმლის გაყიდვა შეეწყვიტა.

Adidas-ს არ აკონკრეტებს, რა თანხა გამოიმუშავა Yeezy ბრენდმა უესტთან 2013 წლის ბოლოს დადებული პირველი გარიგების შემდეგ. თუმცა, ანალიტიკოსების შეფასებით Yeezy-მ მთლიანი გაყიდვების 7% შეადგინა.

„კომპანიას სჭირდება თავის ძირითად ბიზნესზე ხელახლა ფოკუსირება და მიმდინარე „გარდამავალ“ წელთან გამკლავება, ვიდრე, 2024 წელს მოგებას დაიბრუნებს და დაუბრუნდება სპორტზე დაფუძნებულ ფესვებს. ჩვენ დავაბრუნებთ Adidas-ს მსოფლიოში საუკეთესო სპორტულ ბრნედად“ - განაცხადა ბიორნ გულდენმა.

მისი რეკომენდაციაა რომ თითო აქციაზე დივიდენდი 0,70 ევროს (0,7374$) მოცულობით გაიცეს. მაშინ როცა, 2021 წლის დივიდენდი 3,30 ევრო იყო.

Adidas-ის აქციები ღიად 1,7%-ით დაეცა. არადა, მისი აქციები 40%-ით იყო გაზრდილი მას შემდეგ, რაც კომპანიამ გასული წლის 25 ოქტომბერს კანიე უესტთან გარიგება დაასრულა.

ამასთან, Adidas-ში ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ, როგორ მოიქცენენ  Yeezy-ის გაუყიდავი ფეხსაცმლის მარაგის მიმართ. ამ ხაზთან გაყოფა კომპანიას 2022 წლის მეოთხე კვარტალში 600 მილიონი ევრო დაუჯდა. მაშინ როცა, ნავარაუდები იყო რომ Yeezy-ის ფეხსაცმელი 2023 წელს დაახლოებით 1,2 მილიარდი დოლარის შემოსავალს მოუტანდა.

ახალი ხელმძღვანელის თქმით, Adidas-ს სჭირდება მარაგების შემცირება და ნაკლები ფასდაკლების გაკეთება. დეკემბრის ბოლოს, მარაგების ფასი 6 მილიარდ ევროს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 49%-ით მეტია.

საინვესტიციო კომპანია Wedbush-ის ანალიზით, თუკი, ბაზარზე Yeezy-ის ახალი დიზაინი არ გამოჩნდება, ბაზრის ამ სეგმენტს Nike დაიკავებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები