მსოფლიო
06/10/2020

Airbus-ი 15 000 სამუშაო ადგილის შემცირებას არ გამორიცხავს

ავიამშენებელი კორპორაცია Airbus-ის მთავარი ოპერაციული დირექტორი მაიკ შელხორი 15 000 სამუშაო ადგილის შემცირებას არ გამორიცხავს, რადგანაც COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდისა და მოგზაურობის შეზღუდვის ფონზე ავიაციის მაჩვენებლების აღდგენის პერსპექტივები კვლავ გაუარესდა.

მისი განმარტებით, შემოდგომის დასაწყისში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, ვიდრე ეს ზაფხულის პროგნოზით იყო ნავარაუდევი. 

ვინაიდან COVID-19 პანდემიის დაწყებამდე Airbus-ის ზოგიერთი ქარხანა არასათანადოდ იყო დატვირთული, პროფესიულ კავშირებში შიშობენ, რომ მენეჯმენტმა შესაძლოა მთელი ქარხნების დახურვის გადაწყვეტილება მიიღოს. 

შელხორმა განაცხადა, რომ გერმანიაში განთავსებულ საწარმოებს დახურვა არ ემუქრებათ.

Businesspartner