მსოფლიო
05/01/2023

Amazon-ი 18 000-ზე მეტი თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას გეგმავს

ამერიკული ონლაინ-რითეილერი Amazon.com Inc შტატების შემცირებას გეგმავს. განიხილება 18 000 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება, ამის შესახებ გამოცემა CNNBusiness-ი წერს. 

კომპანიაში  შტატების შემცირებას  მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას  უკავშირებენ. 

შემცირება რამდენიმე დეპარტამენტს შეეხება, მათ შორის, ადამიანური რესურსების მიმართულებით დასაქმებულ თანამშრომლებს. 

როგორც ცნობილია, თანამშრომლების განთავისუფლების გადაწყვეტილება არაერთმა მსხვილმა კომპანიამ მიიღო, მათ შორისაა: Meta,Twitter.

შეგახსენებთ, Amazon მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 1.54 მილიონ თანამშრომელს ასაქმებს.

 

 

Businesspartner