ფოტო: GETTY IMAGES
მსოფლიო
10/09/2021

Amazon-ი 750 000 თანამშრომელს სწავლას დაუფინანსებს

Amazon-ი 750 000 ამერიკელ თანამშრომელს კოლეჯის საფასურის გადახდას სთავაზობს.

როგორც BBC-ი წერს, ეს იმ ფონზე, როდესაც ონლაინ სავაჭრო გიგანტი ცდილობს მოიზიდოს და შეინარჩუნოს პერსონალი, მუშა-ხელის დეფიციტის გამო.

კომპანიის განცხადებით, სქემაში $1.2 მლრდ დაიხარჯება და მუშებს საშუალება ექნებათ მიიღონ წლიური დაფინანსება ვიდრე ისინი Amazon-ში იმუშავებენ.

"Amazon-ი ახლა არის ყველაზე დიდი დამსაქმებელი აშშ-ში და ვიცით, რომ ჩვენი გუნდების უფასო უნარ-ჩვევების სწავლებაში ინვესტიციამ შეიძლება უდიდესი გავლენა მოახდინოს მთელი ქვეყნის მასშტაბით ასიათასობით ოჯახზე", - თქვა დეივ კლარკმა.

მსგავსი კამპანია წამოიწყო გასულ თვეს Walmart–მაც, რომელმაც განაცხადა, რომ გადაიხდის სწავლისა და წიგნების ხარჯებს საათობრივ ანაზღაურებაზე მყოფი თანამშრომლებისთვის, ამასთან Target–ი 340 000-ზე მეტ თანამშრომელს უფასო ბაკალავრიატს სთავაზობს.  

პანდემიის ფონზე, კომპანიებმა ასევე გაზარდეს ხელფასი ან დასაქმებულებს პრემიები შესთავაზეს.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები