მსოფლიო
21/04/2021

Apple განახლებულ პროდუქციას წარადგენს

Apple განახლებულ პროდუქციას წარადგენს. BBC-ის ინფორმაციით, კომპანია ამ მიზნით, პანდემიიდან გამომდინარე, 2021 წელს დიდ ღონისძიებას პირველად მართავს.

რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ მნიშვნელოვანად განახლდება iMac დესკტოპის კომპიუტერში. iMac შვიდ ფერში იქნება, ასევე Apple-ის ახალი M1 ჩიპით და 11,3 მილიონი პიქსელიანი ეკრანით, განახლებული კამერით და ა.შ.

წარმოდგენილი იქნება ახალი iPad Pro, M1 ჩიპით და 5G კავშირით, რაც გრაფიკულ სამუშაოს 1500-ჯერ სწრაფად შეასრულებს.

Apple-ის თაყვანისმცემლები დიდი მოლოდინით ელიან AirTag-ს. ეს პატარა მრგვალი დისკებია, რომელზეც შეიძლება დაკავშირებული იყოს ყველაფერი და Bluetooth სიგნალის გადაცემით მომხმარებელს აცნობებს მათი ადგილმდებარეობის შესახებ.

“AirTags-ის ღირებულება $29 იქნება. გაყიდვაში კი 30 აპრილს ჩაეშვება,” - თქვა Apple-ის საინჟინრო პროგრამის მენეჯერმა კაროლინ ვოლფმან-ესტრადამ.

Businesspartner