მსოფლიო
28/09/2022

Apple iPhone 14-ის წარმოების გაზრდის გეგმებზე უარს ამბობს

Apple Inc. წელს უარს ამბობს თავისი ახალი iPhone-ების წარმოების გაზრდის გეგმებზე.

გეგმები საჯარო არ არის, თუმცა ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს და აქვე დასძენს, რომ ეს გადაწყვეტილება სმარტფონებზე მოთხოვნას უკავშირდება, როგორც ჩანს გაყიდვები მოსალოდნელზე დაბალია.

ამის ნაცვლად, კომპანია მიზნად ისახავს 90 მილიონი ტელეფონის წარმოებას. ეს კი დაახლოებით იგივე რაოდენობაა, რაც წინა წელს და Apple-ის თავდაპირველ პროგნოზსაც შეესაბამეობა.

ზოგიერთი ადამიანის აზრით, უფრო მაღალი ფასის მქონე iPhone 14 Pro მოდელებზე მოთხოვნა იმაზე ძლიერია, ვიდრე საწყისი დონის ვერსიებზე.

აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს წინასაბაზრო ვაჭრობაში Apple-ის აქციები 3.3%-ით დაეცა. ამ ამბების შემდეგ აშშ-ის საფონდო ინდექსის ფიუჩერსებმაც დაბლა დაიწია.

შეგახსენებთ, რომ Apple-მ ახალი iPhone 14 სერისს სმარტფონები 3 კვირის წინ წარადგინა.

Businesspartner