მსოფლიო
31/08/2021

Apple-ის კაპიტალიზაციამ $2.5 ტრილიონს გადააჭარბა

Apple პირველი ამერიკული კომპანიაა, რომლის კაპიტალიზაციამ $2.5 ტრილიონს გადააჭარბა.

კომპანიის აქციების ფასი ორშაბათს ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა. ზრდის მაპროვოცირებელი კვარტალური ანგარიშგება გახდა. კომპანიამ 28 აპრილი- 26 ივნისის პერიოდში 81.4 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ამონაგები 36%-ით არის გაზრდილი. წმინდა მოგება კი, 93%-იან ზრდას აჩვენებს და 21.74 მლრდ-ს შეადგენს.

ორშაბათის ვაჭრობის დახურვისას 1 აქციის ღირებულებამ 153.12 დოლარი შეადგინა, ზრდა 3.04% იყო. დღის ვაჭრობაზე აქციების ფასმა 153.49 დოლარას მიაღწია. Apple -ის საბაზრო ღირებულება კი, 2.531 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

„ტრილიონერთა კლუბში“ Apple -ზე ძვირი დღეისათვის არის მხოლოდ საუდის არაბეთის კომპანია Saudi Aramco $7,01 ტრილიონის ღირებულებით.

„ტრილიონერთა კლუბის“ წევრები ასევე არიან: Microsoft $2,281 ტრილიონის კაპიტალიზაციით, Amazon ($1,733 ტრილიონი), Alphabet ($1,934 ტრილიონი) და Facebook ($1,073 ტრილიონი).

 

Businesspartner