მსოფლიო
12/05/2022

Apple-მა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი დაკარგა

Apple-მა დაკარგა თავისი პოზიცია, როგორც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია, ტექნოლოგიური აქციების ფართო გაყიდვის ფონზე.

BBC–ის ინფორმაციით, პირველი ადგილი საუდის არაბეთის ნავთობისა და გაზის მწარმოებელმა Aramco-მ, თითქმის ორი წლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა.  

Apple-ის აქციები 5%-ზე მეტით დაეცა, და ამ ეტაპზე, კომპანიის ღირებულება საფონდო ბირჟაზე $2.37 ტრილიონით განისაზღვრა. Aramco-ს ღირებულება კი $2.42 ტრილიონს შეადგენს.

ბოლო პერიოდში, მსოფლიო ბაზრებზე ბევრი ცვლილებაა. ინვესტორები ტექნოლოგიურ ფირმებში აქციებს ყიდიან და ნაკლებად სარისკო აქტივებში გადადიან.

ასევე, ბიტკოინი, სხვა ძირითადი კრიპტოვალუტები და ციფრული აქტივები მკვეთრ ვარდნას განაგრძობენ.

Businesspartner