მსოფლიო
05/07/2022

Apple–ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $2.248 ტრილიონი შეადგინა

2022 წლის 5 ივლისის მონაცემებით, Apple-ის საბაზრო კაპიტალი $2,248 ტრილიონია, რაც Apple-ს მსოფლიოში ყველაზე ღირებულ კომპანიად აქცევს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ანალოგიურ პერიოდში კომპანიის კაპიტალი $2.901 ტრილიონს შეადგენდა. შესაბამისად, Apple აქციების ღირებულება წელს –22.51%–ით არის შემცირებული, თუმცა მსოფლიოს უდიდეს კომპანიებს შორის პირველ ადგილს მაინც ინარჩუნებს. 

Apple Inc. ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ავითარებს და ყიდის კომპიუტერებს, სმარტფონებს და სამომხმარებლო ელექტრონიკას, ასევე ოპერაციულ სისტემებსა და აპლიკაციის პროგრამულ უზრუნველყოფას. Apple ასევე ოპერირებას უწევს მუსიკის, ფილმების და პროგრამული უზრუნველყოფის ინტერნეტ გაყიდვების პორტალებს.

 

 

 

წყარო: https://companiesmarketcap.com 

Businesspartner