მსოფლიო
23/09/2021

აშშ-მ Pfizer–ის “ბუსტერის“ გამოყენებაზე ნებართვა გასცა

აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer-BioNTech COVID-19 ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა შეცვალა, რათა მოხდეს დამატებითი დოზის, ე.წ "ბუსტერის" გამოყენება, რომელიც მიიღება პირველადი სერიის, ანუ ვაქცინის ორივე დოზის გაკეთებიდან სულ მცირე ექვსი თვის შემდეგ. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, "ბუსტერის" გაკეთება შეეძლებათ 65 წლის და უფროსი ასაკის პირებს, 18-დან 64 წლამდე ასაკის ადამინებს, რომლებიც COVID-19 სერიოზული გართულებების რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან, ასევე სამედიცინო პერსონალს. ავტორიზაცია ვრცელდება მხოლოდ Pfizer-BioNTech ვაქცინაზე.

„გამაძლიერებელი დოზები შეიძლება დაინიშნოს, Pfizer–ის ვაქცინის ორივე დოზის გაკეთებიდან, სულ მცირე ექვსი თვის შემდეგ. გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ Pfizer-BioNTech–ზე. Moderna–სა და Johnson & Johnson ვაქცინების მიმღებებისთვის "ბუსტერები" ჯერ არ არის ნებადართული.– ნათქვამია FDA– ს განცხადებაში.

 

 

Businesspartner