მსოფლიო
26/05/2023

Asiana Airlines-ის თვითმფრინავის კარი აეროპორტში დაშვებამდე გაიღო

Asiana Airlines-ის თვითმფრინავის კარი აეროპორტში დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე გაიღო.ამის მიუხედავად, თვითმფრინავი სამხრეთ კორეის ქალაქ დეგუში უსაფრთოდ დაეშვა.

Flightradar24.com-ის ანიმაციაზე ნაჩვენებია ფრენა, OZ 8124, რომელიც კუნძულ ჯეჯუდან იწყება და ჩრდილო-აღმოსავლეთით, დეგუსკენ მიემართება.

კომპანიის სპიკერის განცხადებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, ზოგიერთი მგზავრი შოკით გამოწვეული სუნთქვის პრობლემების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მათივე ცნობით, კარის გაღების მიზეზებთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.

Businesspartner