მსოფლიო
19/04/2022

ავიაკომპანია Emirates რუსეთში ფრენებს გააგრძელებს

Emirates-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ავიაკომპანია იმ შემთხვევაში შეწყვეტს რუსეთში ფრენებს თუ ამას მთავრობა აუკრძალავს. 

"თუ ჩვენ გვეტყვიან რომ უნდა გავჩერდეთ, შევწყვეტთ ფრენებს, თუ არა და გავაგრძელებთ", - განუცხადა სერ ტიმ კლარკმა BBC-ს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული ყოვლისმომცველი სანქციების ფონზე მსხვილი საერთაშორისო ავიაკომპანიების უმეტესობა გამოვიდა რუსეთიდან.

მაგრამ Emirates არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე გადამზიდავიდან, რომელიც ჯერ კიდევ ახორციელებს ფრენებს მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით.

გარდა მგზავრების გადაზიდვისა, ავიაკომპანია ასევე ტვირთის ტრანსპორტირებას ახორციელებს, მათ შორის ჰუმანიტარულ საქონელს, საკვებს და სამედიცინო აღჭურვილობას, რომლებიც არ არის სანქციების სიაში.

საემიროების პრეზიდენტმა სერ ტიმმა დასძინა, რომ მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ რუსი მოსახლეობა შესაძლოა არ იყოს უკრაინის ომის ნაწილი. ასევე, ომმა შეიძლება გავლენა იქონიოს მსოფლიო ავიახაზების ინდუსტრიაზე.–წერს, BBC–ი. 

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და საუდის არაბეთმა უარყვეს დასავლეთის მთავრობების მოწოდებები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.

აბუ დაბის ასევე არ გაწყვეტია ეკონომიკური კავშირები მოსკოვთან. ეს იყო ერთ-ერთი იმ სამი ქვეყნიდან, ჩინეთთან და ინდოეთთან ერთად, რომელმაც თავი შეიკავა გაეროს უშიშროების საბჭოს თებერვალში გამართულ კენჭისყრაზე, რომელიც დაგმობდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

სანქციების გამო რუსული ავიახაზების საერთაშორისო ფრენები მნიშვნელოვნად შემცირდა. სანქციების გამო ეროვნულმა გადამზიდავმა Aeroflot-მა ყველა საერთაშორისო ფრენა შეაჩერა, გარდა ბელორუსის დედაქალაქ მინსკში.

 

Businesspartner