მსოფლიო
03/05/2020

ბაფეტის ჰოლდინგმა 4 მსხვილი ავიაკომპანიის აქციები გაყიდა

უორენ ბაფეტის ჰოლდინგმა 4 მსხვილი ავიაკომპანიის აქციები გაყიდა. ამის შესახებ თავად ბაფეტმა განუცხადა აქციონერებს ყოველწლიურ შეკრებაზე.

საუბარია American Airlines -ის, Southwest Airlines-ის, Delta Air Lines -სა და  United Airlines Holdings-ის აქციებზე. პირველ 2 ჰოლდინგში Berkshire Hathaway-ი 10-10%-ს ფლობდა; Delta Air Lines-სა და United Airlines Holdings-ში 11 და 9% -ს.

ამასთან, ჰოლდინგმა აპრილის დასაწყისში ავიაკომპანიებში Delta Air Lines-სა და Southwest Airlines -ში წილი შესაბამისად, 18% და 4%-ით შეიმცირა. ახლა კი, ამ კომპანიებიდან სრულად გავიდა.

ბაფეტი ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად ბიზნესი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ინვესტიციების გურუ აღიარებს, რომ  შეცდომა დაუშვა ავიაკომპანიებში ინვესტირებით, რადგანაც  ჰოლდნგმა ამით ფული დაკარგა.

რაც შეეხება Berkshire Hathaway -ის ფინანსურ ანგარიშს-  2020 წლის I კვარტალში, კომპანიამ 49.7 მილიარდის ზარალი მიიღო. თავად ფინანსური კონგლომერატის აქციები 19%-ით გაუფასურდა.

Businesspartner