მსოფლიო
28/10/2022

Balenciaga ტყავის ალტერნატივად Ephea-ს ანუ სოკოს ტყავს გამოიყენებს

Balenciaga სოკოს ფესვის სტრუქტურისგან დამზადებულ ტყავის ალტერნატივას გამოიყენებს.

Balenciaga-მ 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის შოუზე ბიოლოგიური მასალისგან Ephea დამზადებული ქურთუკი წარადგინა, რომელიც 9000 ევრო ღირს. ქურთუკი განსაკუთრებულია იმით, რომ პირველი მოდელია, რომელიც დამზადებულია Ephea-ს, ანუ სოკოს გამოყენებით.
ქურთუკი, რომელიც შექმნილია კრეატიული დირექტორის დემნას მიერ, ახლა უკვე ხელმისაწვდომია მხოლოდ Balenciaga-ს შერჩეულ მაღაზიებში პეკინში, ბევერლი ჰილზში, ლონდონში, მილანში, ნიუ-იორკში, პარიზში, შანხაიში, ტოკიოსა და ტორონტოში. Balenciaga-მ განაცხადა, რომ ის გააგრძელებს Ephea-ს გამოყენებას სხვა პროდუქტშიც.

Balenciaga ამბობს, რომ Ephea არა მხოლოდ "გრძნობს და აშკარად ჰგავს ტყავზე დაფუძნებულ მასალას", არამედ არის არატოქსიკური და ორგანული, სიცოცხლისუნარიანი და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივაა ტყავებისა და სინთეტიკისთვის.

"ვამაყობთ ერთობლივი შედეგით, რაც, ჩვენი აზრით, აჩვენებს ჩვენი ტექნოლოგიებისა და პროდუქტების უზარმაზარ პოტენციალს",- ამბობს სტეფანო ბაბინი, Sqim-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი, რომელიც ბრენდთან 2021 წლიდან თანამშრომლობს.

 

 

 

Businesspartner