მსოფლიო
09/03/2022

ბარელზე ნავთობის ფასი $130-მდე გაიზარდა

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შემდეგ 1 ბარელზე ფასი $130-მდე გაიზარდა.

Reuters-ის ინფორმაციით, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე $129.66-ია, ხოლო ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი ბერელზე $125.30-ია. 

ცნობისთვის, რუსეთი მსოფლიოში ნავთობის სიდიდით მეორე ექსპორტიორი ქვეყანაა. მას შემდეგ, რაც ის უკრაინაში შეიჭრა და აგრესიულ სამხედრო მოქმედებებს ახორიცლებს, ნავთობის ფასი მუდმივად მზარდია. ორშაბათს ბარელზე $139-ს მიაღწია, რაც 2008 წლის მაქსიმუმია. 

Businesspartner