მსოფლიო
27/04/2021

ბათუმის ტურისტული შესაძლებლობები France 5-ის ობიექტივში მოხვდა

ბათუმის ტურისტული შესაძლებლობები რეიტინგული ფრანგული ტელეკომპანია “France 5”-ის  ობიექტივში მოხვდა.

პოპულარული სათავგადასავლო გადაცემის Echappées Belles გადამღებმა ჯგუფმა ძველი ბათუმი, ბოტანიკური ბაღი და სოფელი თაგო გადაიღეს.

France 5-ის გადამღებმა ჯგუფმა აჭარის შემდეგ თბილისი, მცხეთა, ანანური, ვარძია და ქუთაისი დაათვალიერეს.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეზე მომზადებული 90 წუთიანი გადაცემა France 5-ის ეთერში ივნისში გადაიცემა. 

Echappées Belles-ს მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. ჟურნალისტები რეგიონს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით სტუმრობდნენ.

Businesspartner