მსოფლიო
30/10/2020

ბაზარზე 2021 წლიდან Harley-Davidson-ის ელექტროველოსიპედები გამოჩნდება

Harley-Davidson-ი, რომელსაც გასულ წელს გაყიდვები გაუნახევრდა, ელექტროველოსიპედების წარმოებას იწყებს. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ახალი პროდუქტი მათ ახალგაზრდა აუდიტორიასთან დაკავშირებასა და ბიზნესის განვითარებაში დაეხმარებათ.

CNN-ის ცნობით, Harley-Davidson-ის ახალმა საწარმომ Serial 1 ელექტრონული ველოსიპედის პირველი ნიმუში წარადგინა, რომელიც გაყიდვაში 2021 წლის პირველ ნახევარში ჩაეშვება.

ახალი საწარმო ელექტროველოსიპედების უმეტესი ნაწილის (ონლაინ) პირდაპირ მომხმარებელთათვის მიყიდვას გეგმავს. პანდემიის პერიოდში ველოსიპედების პოპულარობის გაზრდის გამო, Serial 1 მოტივირებულია პროდუქტი ბაზარზე უმოკლეს ვადებში გამოიტანოს.

Harley-Davidson-ი ახალი საწარმოს მინორიტარული აქციონერი იქნება, ხოლო ახალი ბრენდის უდიდესი ნაწილის მფლობელები კი ვენჩურული კაპიტალისტები იქნებიან. Serial 1-მა ინვესტორების გაცხადებისგან თავი შეიკავა.

Serial 1, რომლის სახელიც ჰარლის პირველი მოტოციკლის სახელიდან მოდის, მოტივირებულია შეინარჩუნოს საკუთარი ელექტროველოსიპედების მარტივი დიზაინი. ახალი ელექტროველოსიპედების სიჩქარე Ebike რეგულაციებიდან გამომდინარე, 20 ან 28 მილი/სთ -ით იქნება შეზღუდული.

Businesspartner