მსოფლიო
24/05/2023

ბერნარდ არნოს ქონება ერთ დღეში $11.2 მილიარდით შემცირდა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ბერნარდ არნოს ქონება ერთ დღეში $11.2 მილიარდით შემცირდა.

როგორც Bloomberg-ი წერს, ამის მიზეზად აშშ-ს "შერბილებული" ეკონომიკაა, რამაც ფუფუნების საქონელზე მოთხოვნის შესუსტება გამოიწვია.  

LVMH ჯგუფის აქციების ხანგრძლივი, კერძოდ 23%-იანი ზრდის შემდეგ, დღეს მისი აქციების ფასი შემცირდა.  

ცნობისთვის, ბერნარ არნო LVMH ჯგუფის დამფუძნებელია, რომელიც არაერთ ბრენდს აერთიანებს, მათ შორის Louis Vuitton, Moet & Chandon და Christian Dior-ს.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ფრანგ მილიარდერს მაინც აქვს $191.6 მილიარდის ქონება. მხლოდ წელს მისი ქონება $29,5 მილიარდით გაიზარდა. არსებული მონაცემებით, ბერნარდ არნოსა და ილონ მასკის, მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანის ქონებას შორის სხვაობა მხოლოდ $11,4 მილიარდამდე შემცირდა.

Deutsche Bank AG-ის ანალიტიკოსებმა მეტ გარლანდმა და ადამ კოკრეინმა განაცხადეს, რომ ისინი ელიან, რომ ინვესტორები უფრო შერჩევითი გახდებიან ევროპული ძვირადღირებული აქციების მიმართ,- წერს Bloomberg-ი.

 

 

 

Businesspartner