მსოფლიო
20/07/2022

ბიტკოინის ფასი იზრდება – კრიპტოვალუტის ღირებულებამ 20%–ით მოიმატა

ბიტკოინის (BTC) ფასი ბოლო კვირაში 20%-ზე მეტით გაიზარდა და ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია.

კრიპტოვალუტის ღირებულებამ $23,500 გადააჭარბა, რაც 8 თვის განმავლობაში დაღმავალი დინამიკის შემდეგ პირველად მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს გარანტია, რომ ეს უკანასკნელი აღმავლობა ბაზარის გამოჯანმრთელების წიაპირობაა, მაინც დიდი შეღავათი და შვებაა ინვესტორებისთვის, განსაკუთრებით გრძელვადიანი საცალო და ინსტიტუციური მფლობელებისთვის.

ბიტკოინთაან ერთად, Binance Coin (BNB), Cardano (ADA), dogecoin (DOGE) და Polkadot (DOT) ყველამ ნახა მსგავსი ფასების ზრდა ბოლო კვირის განმავლობაში. კიდევ უფრო დიდი მოგება დააფიქსირა Ethereum-მა (ETH).

 

Businesspartner