მსოფლიო
07/07/2022

ბორის ჯონსონმა თანამდებობა დატოვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტი დატოვა და განაცხადამ რომ ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ მთავრობის მეთაურის თანამდებობას დატოვებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯონსონი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მოვალეობის შემსრულებელად შემოდგომამდე დარჩება.

“მტკივნეულია, რომ ვერ შევძლებ ამდენი იდეისა და პროექტის განხორციელებას”-განაცხადა ბორის ჯონსონმა. ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს ტოვებს.

აღსანიშნავია, რომ ამ კვირაში 50-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა ჯონსონის ადმინისტრაცია, რადგან როგორც ამბობენ, აღარ აქვთ ნდობა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიმართ.

Businesspartner