ფოტო: GETTY IMAGES
მსოფლიო
07/04/2021

ბრიტანული ფონდი Toshiba-ს $20 მლრდ-იან გარიგებას სთავაზობს

იაპონურმა კონგლომერატმა Toshiba-მ ბრიტანეთის კერძო კაპიტალის ფონდისგან ნასყიდობის შეთავაზება მიიღო, გარიგების მოცულობა დაახლოებით $20 მლრდ-ია.

როგორც BBC-ი წერს, ეს გარიგება Toshiba-ს საშუალებას მისცემს ყურადღება გაამახვილოს სხვა ძირითად ბიზნესებზე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში კონგლომერატი არაერთი სკანდალში გაეხვა, მათ შორის ცრუ აღრიცხვა და უდიდესი დანაკარგები აშშ-ს ბირთვულ დანაყოფთან დაკავშირებით. სკანდალით დაზარალებული კომპანიის აქციები დროებით შეჩერდა ტოკიოს საფონდო ბირჟაზეც.

Toshiba- ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნობუაკი კურუმატანმა დაადასტურა CVC Capital Partners-ის შეთავაზება და დასძინა, რომ ამ საკითხს გამგეობის სხდომაზე განიხილავენ.

Toshiba იაპონიის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ფირმაა, რომლის ბიზნესის იმპერია სახლის ელექტრონიკიდან, ბირთვულ ელექტროსადგურებამდეა გავრცელებული.

 

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"საქართველოს რკინიგზის" დირექტორთა საბჭოში ცვლილებაა
01

11/04/2021
ტურიზმი

ტურისტული კომპლექსი კახეთში - Melaanian Vintage სტუმრების მისაღებად ემზადება
02

09/04/2021
საზოგადოება

ისრაელის კლინიკის ექიმი ვაქცინაციის შედეგებზე: თითქმის ყველა რეგულაცია მოიხსნა
03

15/04/2021
ტურიზმი

კელი დეგნანი: აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებზე მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს
04

12/04/2021
ბიზნესი

მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიული აგრარული სკოლა პირველ სტუდენტებს სექტემბერში მიიღებს
05

04/03/2021
საზოგადოება

პარლამენტი ავტომობილში არასრულწლოვნის თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების აკრძალვის მომხრეა
06

15/04/2021