მსოფლიო
22/04/2021

Chanel-მა თავისი ცნობილი ლოგოს გამო Huawei-სთან სასამართლო დავა წააგო

Chanel- მა ჩინურ ტექნოლოგიურ ფირმა Huawei-სთან ევროკავშირის სასამართლოში, თავისი ცნობილი ლოგოს გამო დაწყებული სასამართლო დავა წააგო.

BBC-ის ინფორმაციით, მოსამართლეებმა გადაწყვეტილება Huawei-ს სასარგებლოდ მიიღეს, რომელიც ევროკავშირის მასშტაბით სავაჭრო ნიშანს ეძებდა იმ ლოგოსათვის, რომლის გამოყენებაც სურდა, მაგრამ მოდის სახლმა ეს ფაქტი იმ მიზეზით გააპროტესტა, რომ ის ძალიან გავდა Chanel-ის ლოგოს.

ევროკავშირის გენერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ ლოგოებს შორის გარკვეული მსგავსებაა, თუმცა მათი ვიზუალური განსხვავებები მნიშვნელოვანია.

კერძოდ, Chanel-ის ნიშნებს აქვს უფრო მომრგვალებული ფორმები, უფრო სქელი ხაზები და ჰორიზონტალური ორიენტაცია, ხოლო Huawei ნიშნის ორიენტაცია ვერტიკალურია. შესაბამისად, გენერალური სასამართლო ასკვნის, რომ ნიშნები განსხვავებულია. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ჩინურმა ტექნოლოგიურმა ფირმამ ევროკავშირის სავაჭრო ნიშნის დაცვისთვის მოითხოვა ლოგო, რომელსაც კომპიუტერული ტექნიკისთვის გამოიყენებოდა.

ფრანგული ფირმა Chanel წინააღმდეგი იყო ამ წინადადების და ამტკიცებდა, რომ ორი ვერტიკალურად გადაჯაჭვული ნახევრად წრეები ძალიან ჰგავდა მის ლოგოს, რომელსაც მაკიაჟის, სუნამოების, ტანსაცმლისა და აქსესუარების გაყიდვაში იყენებს.

ორი წლის წინ, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისმა არ დააკმაყოფილა მოდის სახლის მოთხოვნა, შემდეგ კი Chanel განჩინება გენერალურ სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც ასევე არ დააკმაყოფილა საჩივარი. 

ბოლო გადაწყვეტილება ასევე შეიძლება გასაჩივრდეს ევროპულ სასამართლოში. Chanel–მა განკარგულებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

 

Businesspartner