მსოფლიო
28/02/2023
ავტორი: Business Partner

ChatGPT-ის პირველი ქართული ვერსია "ჟიპიტაური"

ქართულ ბაზარზე chatGPT-ის პირველი ქართულენოვანი ვერსია გაეშვა. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩეთბოტის მიზანი ტექსტების სწრაფად და მარტივად გაციფრულებაა. პროექტზე "სუპერნოვა" მუშაობს. პირველ ეტაპზე ქართულ-ინგლისური ენობრივი მოდელი შეიქმნება, თუმცა ეტაპობრივად სხვა ქართველური ენების დამატებაც იგეგმება.

 

„დიდი ენობრივი მოდელები და მათზე დაფუძნებული სერვისები, როგორიც არის ChatGPT და სხვები, საოცარ შესაძლებლობებს აძლევს მათ, ვინც ინგლისურად წერს, კითხულობს და აზროვნებს. ინგლისურად ციფრული ტექსტის შექმნა ხდება გაცილებით მარტივი და სწრაფი. იმეილი, სტატია თუ რეცენზა საათების მაგივრად წამებში იწერება. ჩვენი მიზანია ამ მომენტისთვის ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების საშუალებით ChatGPT-ს მსგავსი სერვისი შევთავაზოთ ქართულენოვან მომხმარებლებს.“-აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

 

chatGPT-ის პირველი ქართულენოვანი ვერსიის ჩაშვებამდე, კომპანია წინასწარი მოკვლევის ჩატარებას გეგმავს.

 

„ჩვენი მიზანია ამ მომენტისთვის ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების საშუალებით ChatGPT-ს მსგავსი სერვისი შევთავაზოთ ქართულენოვან მომხმარებლებს. სანაცვლოდ კი GPT-3-ს და ავტომატური თარგმანის მიერ დაბრუნებულ შედეგების შეფასებას გთხოვთ. დაგროვებულ მონაცემებს გამოვიყენებთ თარგმანის ხარისხობრივი ანალიზისთვის და ღრმა ნეირონულ ქსელებზე დაფუძნებული ქართულ-ინგლისური დიდი ენობრივი მოდელის შესაქმნელად. პირველ ეტაპზე შევაფასებთ რამდენად კარგად მუშაობს არსებული თარგმანი და ამოვიცნობთ ნაკლოვანებებს. ეს გვიკარნახებს სად ვეძიოთ სწორი მასალა შემდგომი გაუმჯობესებისთვის.“-აცხადებენ კომპანიაში. 

chat.supernova.ge

Businesspartner