მსოფლიო
05/07/2022

ჩინეთის ავტომწარმოებელი Geely სმარტფონების წარმოებას იწყებს

მაშინ, როცა სმარტფონების მწარმოებლები ახალი თაობის ჭკვიანი ელექტრო მანქანების განვითარებას ესწრაფვიან, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელი სმარტფონების ბაზარზე შესვლას გეგმავს.

Zhejiang Geely Holding Group-ის განცხადებით, ნაკლებად ცნობილი ჩინური სმარტფონების მწარმოებლის Meizu Technology–ის 79%-იანი წილი შეიძინა.

Reuters–ის ინფორმაციით, გარიგება Geely-ის თავმჯდომარემ ერიკ ლიმ გასულ წელს წამოიწყო, როგორც ავტომწარმოებლის მიერ პრემიუმ სმარტფონებისკენ სწრაფვის ნაწილი.

ეს შესყიდვა Geely-ს დაარსებულ ჩინურ ავტოკომპანიას, რომელიც საზღვარგარეთ ცნობილია როგორც Volvo, ერთი ნაბიჯით მიაახლოვებს ჰიპერკონკურენტულ სამომხმარებლო ტექნიკის სექტორთან.  

Meizu, თითქმის ორი ათწლეულის ძველი ჩინური სამომხმარებლო ელექტრონიკის კომპანიაა, თუმცა, მას კონკურენტებმა სძლიეს და ახლა ბაზრის მცირე წილს იკავებს.

 

 

 

 

Businesspartner