მსოფლიო
24/04/2020

COVID-19 პროდუქციას აიაფებს, თუმცა სურსათით მოსახლეობის უზრუნველყოფა რისკის ქვეშ დგება

მსოფლიო ბანკი COVID-19-ით გამოწვეული გლობალური ეკონომიკური შოკის გამო, 2020 წელს პროდუქციის მნიშვნელოვან გაიაფებას ელის.

საფინანსოინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე დიდი გავლენა უკვე მოყვა ენერგომატარებლების და ლითონების ფასებზე. “მოსალოდნელია  სერიოზული გლობალური რეცესია”, – აღნიშნავს ბანკი.

იქვე აღნიშნავს, რომ ტრანსპორტთან დაკავშირებული საქონლის, მათ შორის ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა. სასოფლო – სამეურნეო საქონლის უმეტესობის პერსპექტივაზე მოკრძალებული ზემოქმედების მიუხედავად, მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებები და სახელმწიფოების მიერ ექსპორტის შეზღუდვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები ან საქონლის მარაგების დაგროვება შეშფოთებას იწვევს იმ თვალსაზრისით, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სურსათით მოსახლეობის უზრუნველყოფა შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს.

მსოფლიო ბანკის ჯგუფის თანაბარი ეკონომიკური ზრდის, ფინანსების და ინსტიტუტების მიმართულების ვიცე – პრეზიდენტმა ჯეილა პაზარბაშიოღლუს თქმით, პოლიტიკის შემმუშავებლებმა არ უნდა დაუშვან სავაჭრო შეზღუდვების დაწესება და ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობის სასურსათო პროდუქტებით უზრუნველყოფას, რაც ყველაზე მძიმე ღარიბი ფენისთვის  აღმოჩნდება.

Businesspartner