მსოფლიო
09/03/2022

დღეიდან, რუსეთში $10 000-ზე მეტი თანხა მხოლოდ რუბლში გაიცემა

რუსეთის ცენტრალური ბანკი უცხოური ვალუტის დეპოზიტებიდან თანხების გასატანად ახალ პროცედურებს ადგენს.

შეზღუდვების თანახმად, მომხმარებლებს ბანკიდან ნაღდი ფულის სახით დოლარში მაქსიმუმ $10 000-ის გატანა შეეძლებათ, დანარჩენ თანხას კი რუბლში მიიღებენ. ინფორმაციას CNN რუსულ სახელმწიფო მედია RIA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, შეზღუდვების პერიოდი 2022 წლის 9 მარტიდან 2022 წლის 9 სექტმებრამდე იმოქმედებს. 

RIA-ს ინფორმაციით, ახალი პროცედურების პირობებში ანგარიშის ვალუტის მიუხედავად კლიენტებისთვის თანხა აშშ დოლარში გაიცემა. სხვა ვალუტების დოლარში კონვერტაცია კი გამოშვების თარიღის საბაზრო კურსით განხორციელდება. 

Businesspartner