მსოფლიო
21/07/2020

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ვალი რეკორდულად გაიზარდა

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო სესხი, აპრილ-ივნისში, რეკორდულად გაიზარდა და 127,9 მილიარდი ფუნტია.

ქვეყნის მთლიანმა დავალიანებამ კი 1.98 ტრილიონ ფუნტს მიაღწია. კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების მოგვარებამ გავლენა იქონია სახელმწიფო ფინანსებზე. სესხის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაორმაგდა, თუმცა საცალო ვაჭრობის ამოქმედებამ ივნისში ხარჯები შედარებით შეამცირა და გაზარდა შემოსავალი სახელმწიფოში.

ფისკალური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა პოლ ჯონსონმა BBC-ს განუცხადა: „ვალის რაოდენობა პირველ კვარტალთან შედარებით 2-ჯერ მეტია, თუმცა ჩვენ კიდევ უფრო მეტი დაგვჭირდება სანამ ფინანსური კრიზისი იქნება.“

Businesspartner

მთავარი სიახლეები