მსოფლიო
23/03/2021

დონალდ ტრამპი საკუთარი სოციალური მედიაპლატფორმის შექმნას გეგმავს

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარი სოციალური მედიის პლატფორმის შექმნას გეგმავს.

როგორც მისი მრჩეველი ჯეისონ მილერი აცხადებს, ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში დაახლოებით ორ ან სამ თვეში დაბრუნდება.

მისივე შეფასებით, ტრამპის პლატფორმა, სოციალურ მედიაში ყველაზე პოპულარული გახდება და სრულად შეცვლის არსებულ სურათს.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპს, ვაშინგტონის კაპიტოლიუმში, იანვრის არეულობების შემდეგ, Twitter-სა და Facebook-ზე წვდომა შეუზღუდეს. ყოფილი პრეზიდენტი Twitter-ის პლატფორმას 10 წლის განმავლობაში იყენებდა და 90 მილიონი მიმდევარი ჰყავდა.

 

ფოტო: businessinsider

Businesspartner