მსოფლიო
02/10/2020

დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს COVID-19 დაუდასტურდათ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს COVID-19 დაუდასტურდა.

აშშ-ს პირველი პირი ამის შესახებ "ტვიტერში" წერს. COVID-დადებითია მელანია ტრამპიც.

"დაუყოვნებლივ ვიწყებთ კარანტინსა და გამოჯანმრთელების პროცესს. ამას ჩვენ ერთად დავძლევთ,“ - წერს აშშ-ს პრეზიდენტი.

ინფიცირებულია დონალდ ტრამპის მრჩეველი ჰოუფ ჰიქსიც, კარანტინში აშშ-ს პრეზიდენტი და პირველი ლედი კარანტინში სწორედ მას შემდეგ გადავიდნენ, რაც ჰიქსს ინფექცია დაუდასტურდა.

Businesspartner