მსოფლიო
01/05/2021

EBRD-მა მწვანე ბონდებისთვის Climate Bonds Initiative-ის ჯილდო მიიღო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) მწვანე ბონდებისთვის Climate Bonds Initiative-ის Climate Bonds Award-ი მიიღო.

”ეს არის ყველა ორგანიზაციისა და მთავრობის აღიარება, რომელთათვისაც წინა პლანზეა გადადიან ნახშირბადოვანი გადაწყვეტილებები, რაც წარმოადგენს რეალურ ეკონომიკურ მაგალითებს, თუ სად უნდა განხოციელდეს ინვესტიციები”, - განმარტავს Climate Bonds Initiative-ის აღმასრულებელი დირექტორი შონ კიდნი.

EBRD-ის მწვანე ბონდების მიზანია დეკარბონიზაციის მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, შემცირდეს გარემოზე ზემოწმედების შემცირება და რესურსების ეფექტიანობის გაუმჯობესება. მათ შორისაა ფოლადისა და ცემენტის წარმოება, აგრეთვე ქიმიკატების მიღება-მოპოვება, რომელზეც დამოკიდებულია ელექტრომობილები, მზის პანელები, ქარის ტურბინები და მწვანე შენობები.

"მოხარული ვართ, რომ ჯილდო მივიღეთ წლის გარდამავალი ობლიგაციისთვის, რომელიც 2019 წელს მწვანე ბონდების პროგრამის საშუალებით შემოვიღეთ,“– განაცხადა იზაბელ ლორანმა, EBRD- ის ხაზინის მოადგილემ და დაფინანსების განყოფილების უფროსმა.

EBRD–მა პირველად 2019 წელს შემოიღო მწვანე გარდამავალი ობლიგაციები რესურსების ეფექტურობის პროექტების დასაფინანსებლად ეკონომიკის მაღალ ენერგომოხმარების სექტორებში, როგორიცაა წარმოება. ეს ინსტრუმენტი არსებული მწვანე ობლიგაციების ბაზარს რესურსების ინტენსიური ინდუსტრიის, აგრობიზნესისა და მშენებლობის სექტორებზე კონცენტრირებით ავსებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია EBRD–ის რეგიონებში.  

აღსანიშნავია, რომ დღემდე, EBRD–ის მწვანე ბონდების გამოშვებამ ჯამში 7,3 მილიარდი ევრო შეადგინა.

 

Businesspartner