მსოფლიო
08/02/2023

ელექტრონულ შეტყობინებებს ადამიანების ნაცვლად ხელოვნური ინტელექტი გაგზავნის - Microsoft-ის ახალი პროდუქტი

Microsoft-ი იმ ადამიანებისთვის, ვისაც წერილების გასაგზავნად დრო არ რჩება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნის ტექნოლოგიას, რომელიც დაწერს და გაგზავნის ელექტრონულ შეტყობინებას.

უახლესი პროდუქტი ძირითადად გაყიდვების სფეროსთვის იქნება განკუთვნილი.

მომხმარებელთა ჩანაწერები, მონაცემები, და სხვადასხვა ინფორმაცია გამოყენებული იქნება ელფოსტის გენერირებისთვის, რომელიც შეიცავს პერსონალიზებულ ტექსტს, ასევე ფასებისა და აქციების შესახებ დეტალებს.

ამ თემამ გამოიწვია სპეკულაციები იმის შესახებ, რომ Microsoft-ის ახალმა პროდუქტმა შეიძლება პროფესიონალი მწერლები ჩაანაცვლოს და საფრთხე შეუქმნას Google-ის საძიებო სისტემას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები