Jacob Krol/CNN
მსოფლიო
11/05/2022

"ეპოქის დასასრული" – Apple-ი iPod–ის გამოშვებას წყვეტს

"ეპოქის დასასრული" – ასე უწოდეს Apple-ის გადაწყვეტილებას iPod-ის გამოშვების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

კომპანიამ გამოაცხადა, რომ iPod Touch-ი მარაგის ამოწურვამდე გაიყიდება.

iPod-ი ინოვაციური მოწყობილობაა, რომელმაც მუსიკისა და ელექტრონიკის ინდუსტრია შეცვალა.

ცნობისთვის, Apple-მა ბოლოს iPod 2019 წელს განაახლა. მუსიკალური პლეიერის წარმოება კომპანიამ 20 წლის წინ დაიწყო, თუმცა დღევანდელ რეალობაში მუსიკის მიღების მრავალი სხვა ხერხი არსებობს, ამიტომ Apple აღნიშნული პროდუქტის საჭიროებას ვეღარ ხედავს.

როდესაც 2001 წელს პირველი iPod გამოუშვეს, მას შეეძლო 1000 ტრეკის შენახვა. დღეს Apple-ის სტრიმინგის სერვისზე 90 მილიონზე მეტი სიმღერაა.

 

Businesspartner